ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე სპორტული ღონისძიება გაიმართა.
სპორტის სასახლეში მოეწყო ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენების საზეიმო მიღება. გამოიფინა ქუთაისელ წარმატებულ სპორტსმენთა ცხოვრების ამსახველი ფოტოები.
დღესვე გაიმართა ჩემპიონატი 18 წლამდე ჭადრაკის მოყვარულებს შორის და შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო გამწვანების აქცია.