შეჯიბრის ორგანიზატორი ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება იყო.
ერთმანეთს კაკაურიძის სახელობის N18 კრივის სკოლაში 2007; 2008; 2009 და 2010 წლებში დაბადებული გოგონები და ვაჟები დაუპირისპირდნენ. ჩემპიონატში ქალაქის მასშტაბით 35-მდე სპორტსმენი ჩაერთო.
საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს დიპლომები და თასები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ გადასცეს.