დღეს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქუთაისში "აია არენა"-ს ავტოსადგომზე FIA Rally Star Georgia - ს დასკვნითი შესარჩევი ეტაპი მიმდინარეობს.ღონისძიებაში 18-დან 27-წლამდე ავტოსპორტის მოყვარული 60 - მდე ახალგაზრდა მონაწილეობს.
შეჯიბრების ფორმატის ფარგლებში მონაწილეები მოცემულ ტრასას ჩქაროსნული სლალომით 2-ჯერ გაიავლიან.
ხოლო საუკეთესო 35 მონაწილე კი შესარჩევის მეორე ეტაპზე გადავა, სადაც მათ შედარებით რთული მონაკვეთის გავლა მოუწევთ.
სააბოლოოდ შეირჩევა საუკეთესო დროის ავტორი მონაწილე 20 ბიჭი და 10 გოგონა , რომლებიც 14 მარტს გასამართ საქართველოს ფინალურ შესარჩევში მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენაა.