- საზოგადოება
- გადასვლები: 1375
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გადმოინაცვლეს
,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციამ გუმათიდან ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლა
,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციამ გუმათიდან ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლა
ამ წუთებში ,,რიონის ხეობის მცველები,, ფეხით ქუთაისისკენ დაიძრნენ.ისინი კომპანია ,,ენკას,, ოფისთან შეკრებას გეგმავენ. გადაწყვეტილება ვარლამ გოლეთიანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
კომპანია ,,ენკა,, განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ტერიტორია სოფელ ნამოხვანში ,სადაც გუშინდელ დღემდე აქციის მონაწილეთა კარვები იყო განთავსებული,2019 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის საკუთრებაა.ფეისბუქგვერდზე კომპანია ფოტოებსაც ავრცელებს.
ამ დრომდე გადაკეტილია გზა გუმათჰესთან, სადაც პოლიციას ბლოკპოსტი აქვს შექმნილი. მოსახლეობა და აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას ამჟამად სოფელ გუმათთან აპროტესტებენ.სოფელ ნამოხვანში კარვები აღებულია, ხოლო ის ადგილი, სადაც კარვები იყო განთავსებული, ტრაქტორის მიერ არის გადახნული.
,,დღევანდელი შეკრების მიზანია ის, რომ მოგვცენ უფლება მშვიდობიანად გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი ნამოხვანში, იქ, სადაც გვქონდა კარვები გაშლილი. კატეგორიულად მოვითხოვთ მოგვცენ გადადგილების უფლება. კარვები უკვე გადატანილია, ტერიტორია გადახნილია, ჩვენი ნივთები დაზიანებულია.გვაქვს გეგმა, რომ დავრჩეთ ხეობაში და აქ გავაგრძელოთ პროტესტი,თუ ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს არ გადმოდგამს და არ შეაფასებს ამ პროცესს საღად, მოგვიწევს რომ პროტესტმა გადაინაცვლოს სხვა სივრცეში, რაც მათთვის იქნება უფრო მძიმე და ჩვენთვის უფრო დიდი პასუხისმგებლობა. გვინდა რომ მშვიდად დასრულდეს ეს ჩვენი ბრძოლა, რომელიც არის სამართლიანი და კანონიერი,,-განახვადა ვარლამ გოლეთიანმა.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების და მოსახლეობის პროტესტი უკვე 170 დღეა გრძელდება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), საია და მწვანე ალტერნატივა რიონის ხეობაში გუშინ, 11 აპრილს განვითარებულ მოვლენებს, ეხმაურებიან, რამაც, ორგანიზაციების შეფასებით, უხეშად და დაუსაბუთებლად შეზღუდა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. მიიჩნევენ, რომ უკანასკნელ დღეებში ხელისუფლების მიერ გატარებულმა საპოლიციო მოქმედებმა განსაკუთრებულად მძიმე და უფლებაშემლახავი ფორმები მიიღო, რაც დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყდეს და ხელისუფლების მოქმედებები დაუბრუნდეს ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს.
,,გუშინ, 11 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციამ დაშალა სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მიწაზე იდგა. პოლიციის ამ მოქმედებას, დილიდან თან ახლდა განსაკუთრებულად დიდი საპოლიციო ძალის მობილიზება და მოძრაობის სრულად შეზღუდვა ნამოხვანის მიმართულებით, მათ შორის კარვების მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული ქონდათ პროტესტის ლიდერებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამოხვანში კარვების დაშლის საფუძვლად სრულიად განსხვავებულ და წინააღმდეგობრივ ვერსიებს ასახელებდა. სამინისტრო უთითებდა მდინარე რიონში წყლის დონის განსაკუთრებული მატებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საფრთხეზე. თუმცა, ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლების მიერ კარვების დაშლის საფუძვლად სახელდებოდა მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ხელშეშლა, ასევე ადგილობრივების არასანდო ქცევა და შედეგად, რიონში თავის დახრჩობის რისკები.
მივიჩნევთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკუთარი მოქმედებების დასაბუთება სრულიად არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია და მიზნად რიონის ხეობის მცველების მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის ხელშეშლას ისახავს, რაც მძიმე, გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაში. აღნიშნულზე ასევე მიუთითებს რიონის ხეობის მცველების მიერ პოლიციისადმი არაერთხელ გაჟღერებული მიმართვა, არსებული კარვების აღების სანაცვლოდ მიეცათ მათთვის უშუალოდ სოფელ ნამოხვანში, ალტერნატიულ ტერიროტირიაზე კარვების გაშლის შესაძლებლობა, რაც სრულიად დაუსაბუთებლად უარყოფილი იქნა სამინისტროს მხრიდან. საბოლოოდ, პროტესტის მონაწილეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სოფელ ნამოხვანში მათი პროტესტის ადგილი და გადასულიყვნენ სოფელ გუმათთან შეკრებილებთან. აღსანიშნავია, რომ 11 აპრილს გადაადგილების შეზღუდვა უშუალოდ ხეობის მცველების გარდა, შეეხოთ მედიის წარმომადგენლებსაც.
ამ დროისთვის, რიონის ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები მობილიზებულები არიან სოფელ გუმათთან არსებულ პოლიციის ბლოკპოსტთან და ითხოვენ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილებას და სოფელ ნამოხვანში კარვების ხელახალი გაშლის შესაძლებლობას. სოფელ გუმათთან დამატებით იკრიბებიან აქციის სხვა მხარდამჭერები. მნიშვნელოვანად მივიჩნევთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვას გადადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე და საკუთარი მოქმედებები მოაქციოს ადამიანის უფლებების სტანდარტებში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რიონის ხეობის მცველების მუდმივი მცდელობა და არაერთგზის გაცხადებული განზრახვა, მიმდინარე პროცესები დარჩეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებში, რასაც ისინი გუშინ საკუთარი მოქმედებებით ადასტურებდნენ და ადგილზე მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, არ სწევდნენ ფიზიკურ წინააღმდეგობას პოლიციის მიერ დადგენილი შეზღუდვების მიმართ.
არსებულ ვითარებაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ “რიონის ხეობის მცველების” ფუნდამენტური უფლებების ამგვარი უხეში და დაუსაბუთებელი შეზღუდვა ქმნის პროცესების დამატებით გართულების რისკებს, რასაც არათუ არ აზღვევს, არამედ ამწვავებს ხელისუფლების საპოლიციო მოქმედებები, რაც მოვლენების შემდგომ განვითარებას მთავრობის პასუხისმგებლობის ქვეშ აქცევს.-წერია განცხადებაში.
ორგანიზაციები მოუწიდენებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს საკუთარი ქმედებები კანონის ჩარჩოებს და უზრუნველყოს რიონის ხეობის მცველების და მათი მხარდამჭერების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, აღადგინოს გადაადგილების თავისუფლება. აქციის მონაწილეებს მიეცეთ სოფელ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა;
ასევე ბმიმართავენ საქართველოს მთავრობას ,გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა რაც საჯარო ინტერესების დაცვასა და პროცესების ადამიანის უფლებების და დემოკრატიულ პრინციპების საფუძველზე წარმართვას გულისხმობს; უარი თქვას ნამახვანიჰესის მშენებლობის გაგრძელების უკანონო, რეპრესიულ ფორმებზე და მიმდინარე პროცესები დააბრუნოს საჯარო, მონაწილეობითი დიალოგის ფორმატში, რასაც სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებული პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ შესაძლებლობად მიიჩნევს.
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და სოფელ ნამოხვანში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ნინო ლომჯარიას თქმით, ისინი კარვების არების საკიტხს შეისწავლიამ
,,ქუთაისიდან ნამოხვანის მიმართულებით გზა ერთი მხრიდან უკვე რამდენიმე დღეა გადაკეტილი აქვს პოლიციას, ხოლო მეორე მხრიდან, კარვების აღების შემდეგ, პროტესტის მიზნით გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ითხოვენ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობის მიცემას.
სურსათის ეროვნულმა სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ. -ის (მისამართი:…
ორშაბათი სექტემბერი 21
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილე რევაზ კიკნაველიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ქალაქ…
ორშაბათი სექტემბერი 21
In განათლებაქალაქ სკოპიეში ევროპის თასი გაიმართა ძიუდოში. ტურნირზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ოქროს მედალი- საბა…
ორშაბათი სექტემბერი 21
In სპორტიმართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა სრულდება. ყოვლადწმინდა…
ორშაბათი სექტემბერი 21
In რელიგიაბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ სატელიტის ტურნირზე, ქუთაისელმა სანდრო ბაზაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა , ფინალში ამრეიკელი ბენ…
კვირა სექტემბერი 20
In სპორტისურსათის ეროვნულმა სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ. -ის (მისამართი:…
ორშაბათი სექტემბერი 21
In საზოგადოება19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი,…
შაბათი სექტემბერი 19
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების…
პარასკევი სექტემბერი 18
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა. საქართველოს თურქულ კომპანია Enka…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოება