- საზოგადოება
- გადასვლები: 774
წელს 26 ქუთაისელმა სპორტსმენმა საერთაშორისო ტურნირებში საპრიზო ადგილი მოიპოვა
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი იმ ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდა, რომლებმაც საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი იმ ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდა, რომლებმაც საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
ინფორმაციას ხონელიძის სამშობიარო ავრცელებს.58 წლის რუსუდან არველაძემ შვილი 2 აგვისტოს,საკეისრო კვეთით გააჩინა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის - „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“ თანახმად, 2022 წლის იანვარი-ივნისში საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა 240 000 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წლებთან შედარებით სერიოზულ ზრდას წარმოადგენს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა გიგაურმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ომის დაწყების შემდეგ 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. კვლევის მიხედვით, დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა, რაც იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.
„გაიზარდა რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, დაახლოებით 240 000 ადამიანი შემოვიდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც არის სერიოზული ზრდა წინა წლებთან შედარებით. საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 13,500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა; მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. ხშირ შემთხვევაში ეს რეგისტრაციები ხდება ფიქტიურ მისამართებზე, მაგალითად აბაშაში, სოფელ ქოლობანში ბოლო 3 თვეში დარეგისტრირდა 108 რუსული კომპანია, ადიგენის სოფლებში კი 600 რუსული კომპანია“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციებითაც მიმართავს. მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. ამ კუთხით, მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები არ გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის და საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ქუთაისელი ექიმი,ფოტოხელოვანი და მუსიკოსი თემურ ძიძიგური 65 წლის ასაკში გადაიცვალა.ის სიმსივნეს ებრძოდა.თემურ ძიძიგურის ოჯახს უსამძიმრებენ ქუთაისის მერი, მაჟორიტარი დეპუტატი და საზოგადოების წარმომადგენლები.
"ყველასათვის საყვარელი,წარმატებული ექიმი, ხელოვანი და კარგი ადამიანი დააკლდა ქუთაისს.
საქართველს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დაჯილდოვდნენ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გირგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ორი მაშველი, სასწრაფო დახმარების სამსახურის 2 ექიმი და სასაზღვრო პოლიციის 4 მფრინავი.
ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს. 5 000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტს…
ოთხშაბათი დეკემბერი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში…
ოთხშაბათი დეკემბერი 17
In საზოგადოებაქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ,,ერთად ავანთოთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე,,-ამ…
ოთხშაბათი დეკემბერი 17
In სხვა სიახლეებიბარბარობა ქრისტიანული დღესასწაულია და 17(4) დეკემბერს აღინიშნება. ფინიკიის ქ. ილიოპოლისის მდიდარი და წარჩინებული მოქალაქის, დიოსკორეს…
ოთხშაბათი დეკემბერი 17
In რელიგიაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.…
სამშაბათი დეკემბერი 16
In საზოგადოებაქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს. 5 000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტს…
ოთხშაბათი დეკემბერი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში…
ოთხშაბათი დეკემბერი 17
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.…
სამშაბათი დეკემბერი 16
In საზოგადოება19 დეკემბერს 18:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.(ცენტრალური პარკის შესასვლელი) საახალწლო კონცერტს…
სამშაბათი დეკემბერი 16
In საზოგადოება16-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ქ.…
სამშაბათი დეკემბერი 16
In საზოგადოება