ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1, 2 და 3 ივნისს, ქუთაისში, ბ. გაბაშვილის სახ. კულტურისა და დასვენების პარკში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, 10 საბავშვო ატრაქციონი პატარებს უფასოდ მოემსახურება, ხოლო მოზრდილთა 4 ატრაქციონის საფასური 3 ლარის ნაცვლად იქნება 2 ლარი.
საბაგირო გზით სარგებლობის საფასური არ იცვლება.
ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.