წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში ქმარმა ცოლი მოკლა. გარდაცვლილია 33 წლის ქალი, წყვილს 5 შვილი ყავდა.სავარაუდო მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი-ახალგაზრდა ქალი დამწვარია.
„პრაიმტაიმი “ დეტალებს ავრცელებს.
„ვიცი, რომ ქმარი ძალიან ავიწროებდა ამ გოგოს. ხალხმაც იცის. გოგოს ბენზინი ჰქონდა გადასხმული და ცეცხლი წაკიდებული. როცა ნახეს, ცოცხალი იყო. საავადმყოფოში მიიყვანეს და იქ გარდაიცვალა დილით(ფილტვები არ გაეხსნა). ქმარს უთქვამს მე წავუკიდე ცეცხლიო. ამ ბიჭს ხელები აქვს დამწვარი. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ოჯახის ახლობელი.
წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება რამდენიმე სსსკ-ის მუხლით დაიწყო.
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 6 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ოჯახის ორი წევრი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა, 7 სექტემბერს კი კლინიკაში 1988 წელს დაბადებული დაშავებული ქალი გარდაიცვალა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე და 11 პრიმა 188-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია.
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან: 1952 წელს დაბადებული რ.ა., 1961 წელს დაბადებული ი.ა., 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ქ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.ჭ.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად 1983 წელს დაბადებულ ზ.ნ.-ს, 1987 წელს დაბადებულ გ.დ.-ს და 1988 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან ასევე დაკავებული: 2002 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ო. და 1974 წელს დაბადებული გ.დ., ხოლო 1981 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნ.ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე ამოღებულია ნარკოტიკის უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფული.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 1 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, 45 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი“, „სუბოქსინი“, "ალფა პვპ", ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“ და „მეტადონი“.
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-7 ნაწილებით, აგრეთვე, სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.ი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში…
ოთხშაბათი დეკემბერი 17
In საზოგადოებაქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ,,ერთად ავანთოთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე,,-ამ…
ოთხშაბათი დეკემბერი 17
In სხვა სიახლეებიბარბარობა ქრისტიანული დღესასწაულია და 17(4) დეკემბერს აღინიშნება. ფინიკიის ქ. ილიოპოლისის მდიდარი და წარჩინებული მოქალაქის, დიოსკორეს…
ოთხშაბათი დეკემბერი 17
In რელიგიაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.…
სამშაბათი დეკემბერი 16
In საზოგადოებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თხუთმეტ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას იწყებს. პროექტი ხორციელდება პრემიერ-მინისტრის…
სამშაბათი დეკემბერი 16
In სპორტიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში…
ოთხშაბათი დეკემბერი 17
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.…
სამშაბათი დეკემბერი 16
In საზოგადოება19 დეკემბერს 18:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.(ცენტრალური პარკის შესასვლელი) საახალწლო კონცერტს…
სამშაბათი დეკემბერი 16
In საზოგადოება16-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ქ.…
სამშაბათი დეკემბერი 16
In საზოგადოებართული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი)…
სამშაბათი დეკემბერი 16
In საზოგადოება