ქუთაისელი მალხაზ კვიჟინაძე უკრაინაში წუხელ დაიღუპა.ის რუსეთის დამპყრობლური ომის წინააღმდეგ პირველივე დღეებიდან იბრძოდა.მალხაზ კვიჟინაძე ლისიჩანსკის მიმართულებით დაიღუპა.გავრცელებული ინფორმაციით,სანგარში ნაღმტყორცნი დაეცა.
,, ყველაზე დაჩაგრული ქვედანაყოფი ჩვენი აღმოჩნდა ,სამწუხაროდ ომის დაწყებიდან დღემდე 4 კაცი ჩვენი დაიღუპა . მახო კვიჟინაძეც წავიდა იმ ბიჭებთან , ჯერ დათო რატიანი, გია ბერიაშვილი, შემდეგ დათო ქუჩუკიანი, ახლა მახო კვიჟინაძე. ომის დაწყების პირველივე დღიდან ერთად ვიყავით. შეხვდებიან ერთმანეთს. ნათელი დაადგეს მათ სულებს. ,,-წერს სოციალურ ქსელში ნადიმი ხმალაძე.
დღეს გავრცელდა 32 წლის ოლეგ ოდიშვილის დაღუპვის ამბავიც.ის ბახმუტთან მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა.
2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული.