წელს ქუთაისში საახალწლო მორთულობისთვის 125 ათასი ლარი დაიხარჯება. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თქმით, წელს თანხები დაიზოგება, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ თვითმმართელობამ პანდემიის ფონზე მიიღო.
,,საახალწლო ბიუჯეტის დიდი ნაწილი სოციალური ღონისძიებების დაფინანსების მიმართულებით მივმართეთ,თუმცა წელს გვექნება გარკვეული ცვლილებები როგორც განათებების მხრივ,ასევე მინდა გითხრათ , რომ წელს ქუთაისს განსხვავებული დიზაინის ნაძვის ხე ექნება.ჯამში საახალწლო განათებებისთვის, ასევე ნაძვის ხის განათებებსა და ახალ კონსტრუქციაზე დაიხარჯება 125 ათასი ლარი.წელს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ფოიერვერკი არ იქნება, შესაბამისად ეს ხარჯიც არის დაზოგილი,, განაცხადა პეტრე ადამაძემ