ავარია მოხდა ფალიაშვილის ქუჩაზე. მერსედესის მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქუჩის გადაკვეთას აპირებდა.თვითმხილველთა თქმით , დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცი მსუბუქად დაშავდა. ტერიტორია სამართალდამცველებმა სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს. მომხდარის გამო ფალიაშვილის ქუჩაზე მცირე საცობი შეიქმნა.
