საქართველოში პენსია იზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია , პენსიების მატება მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან არის გათვალისწინებული.
ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით).
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარით და განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.