რიონის ხეობის მოსახლეობამ,რომლებიც უკვე 35-ე დღეა აქციებს მართავენ და ნამოხვანის კასკადის მშენებლობის აკრძალვას მოითხოვენ , დახმარებისთვის ამერიკის საელჩოს მიმართა.ადგილობრივები ამერიკის ელჩს,კელი დეგნანს შეხვედრას და მოსმენას თხოვენ.მათი თქმით , საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევთ.აქციის მონაწილეებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებიც შეუერთდნენ.
რიონის ხეობის მოსახლეობა ნამოხვანის ჰესების მშენებლობის აკრაძალვას და ტერიტორიიდან კომპანია,,ენკას,, გასვლას ითხოვს.