დღეს , ქუთაისი–ბერლინის რეისი W6 7909 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად დედაქალაქში გადამისამართდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.
ავიაკომპანიის განმარტებით, მიზეზი ბორტზე ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.
ეკიპაჟმა ქუთაისში დაბრუნება სცადა, თუმცა არასასურველი მეტეოროლოგიური პირობების გამო უსაფრთხო დაშვება ვერ მოხერხდა.
წყარო : ტელეკომპანია,,რიონი,,
