ქუთაისში,ავტოქარხნის დასახლებაში, სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად ერთი ქალბატონი დაშავდა.
მას დაზიანებები ხელის არეში აქვს მიღებული.ის უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია,,რიონის ,, ჟურნალისტს ქუთაისის საკრებულოს წევრმა,მიხეილ გიორგაძემ მიაწოდა.
მისივე თქმით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ვითარების შესწავლა, რის შემდეგაც გადაწყდება, გახდება თუ არა საჭირო მოსახლეობის ევაკუაცია.
წყარო:ტელეკომპანია,,რიონი,,
