სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ ინდმეწარმე ზ. ხ. (მისამართი: ზესტაფონი, ზაქარიაძის ქ. N2) ქათმის ხორცს ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტისა (ფორმა N2) და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ყიდდა. ფიზიკური პირი მ. გ.-ც (მისამართი: ქუთაისი, ანჯაფარიძის 17ა) ნედლი ხორცის რეალიზაციასა და ტრანსპორტირებას ჰიგიენური ნორმების დარღვევით ახორციელებდა.
კანონმადბელობის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდათ.
