საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერ მანუჩარ რობაქიძესთან ერთად, თერჯოლის №1 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, 500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდება საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლაბორატორია და სპორტული სივრცეები. ასევე, კეთილმოეწყობა სკოლის ეზო, სრულად განახლდება გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები და გაუმჯობესდება შენობის ენერგოეფექტურობა.
სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლოს იგეგმება
