,, არა ნამოხვანჰესს,,- იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გაიმართა .მოსახლეობა ჰესის მშენებლობის შეჩერებას და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვდა. აქციის მონაწილეების თქმით, გიგანტური კასკადი დასავლეთ საქართველოს საფრთხეს უქმნის და არ უნდა აშენდეს. იმ შემთხვევაში , თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება .
სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს,ეს შეხვედრა არ იყო შეთანხმებული გუბერნატორთან. დღეს სახელმწიფო რწმუნებული სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იყო წასული შეხვედრებზე.