ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა.შეკრებილებმა პერფორმანსი მოაწყვეს და სიმბოლურად ქოლგებით ხელში გუშინ თბილისში აქციის ძალადობრივად დაშლა გააპროტესტეს.შეკრებილებმა გუშინდელი აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მოუწოდეს ხელისუფლებას,მსგავსი მეთოდები დემონსტრანტების წინააღმდეგ აღარ გამოიყენონ.
,,არც ის იყო მხოლოდ ჭავლი და არც ეს არის მხოლოდ ქოლგა, ჩვენ ამ ფორმით დავგმეთ ძალადობა, რასაც თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ქონდა ადგილი.თუ სახელმწიფო ჩვენს ხმას არ გაიგებს, მოგვიწევს აქციებს მასიური ხასიათი მივცეთ'' -განაცხადა აქციის ორგანიზატორმა აკაკი საღინაძემ.