დღეიდან ღამის 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება იკრძალება ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში .თუმცა,
ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე; ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ შაბათს,7 ნოემბერს მიიღო.