საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ორშაბათიდან დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები; ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.