ხარაგაულის სოფლებში-ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები ორი თვის წინ გააქტიურდა.მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ხემაღალში,უსაფრთხო ზონაში ამ დროისთვის 20 ოჯახი ცხოვრობს.
,,ამ ეტაპზე: ხემაღალში უსაფრთხო ზონაში მცხოვრები 20 ოჯახისთვის, როგორც კი გეოლოგების დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები:
უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა;
ელექტროენერგიის ახალი ქსელის გაყვანა,გზების მობეტონება;
გაზიფიცირება;
ამჟამად ამ სამუშაოებს ვერ ვიწყებთ, რადგან აუცილებელია გეოლოგების საბოლოო დასკვნა. თუმცა უკვე ახალი გზა შეყვანილია ხორითის მხრიდან როგორც ხემაღლის, ისე ღვერკის უსაფრთხო უბნებში, სადაც ამ ეტაპზე მოსახლეობა ცხოვრობს.
აუცილებლად მოვაგვარებთ უსაფრთხო საცხოვრისის უზრუნველყოფის საკითხს – ყველა ოჯახი მიიღებს იმ დახმარებას, რაც მათთვის უფრო სწორი და სასურველი იქნება:
ვისაც სურს ახალ დასახლებაში ცხოვრება — სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება,ხოლო ვისაც კომპენსაციის მიღება ურჩევნია — ეს თემაც სამართლიანად და გამჭვირვალედ გადაწყდება.
ჩვენ განვიხილავთ ახალი ტერიტორიის ათვისებას, სადაც ხემაღლისა და ღვერკის მოსახლეობა კვლავ ერთად შეძლებს თანაცხოვრებას. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ გეოლოგების დასკვნისა და მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული.
ჩემთვის ყველაზე დიდი საქმე დღეს არის ამ ორი — ჩემთვის და ყველასთვის უმნიშვნელოვანესი სოფლის შენარჩუნებაა ახალი კონფიგურაციით და ახალი დასახლების სახით.,,-კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი.