ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება – ვენეცია დაემატება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
2 დეკემბრიდან ავიარესიებს კომპანია „ვიზეარი“ Airbus A321neo-ს ტიპის ხომალდით შეასრულებს.
ავიაკომპანია Wizz Air-ი ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს იფრენს.
,,ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით იტალიის უკვე მესამე ქალაქში იქნება მოხვედრა შესაძლებელი.
ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანიაWizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით შეასრულებს.
ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.,,-საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ამ ეტაპზე Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.