საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 6,771 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, რომლის ნაწილი 13 პაკეტად დაფასოებული, უკანონო რეალიზაციის მიზნით განათავსა თერჯოლის მუნიციპალიტეტში ლოკაციებზე. გატარებული ღონისძიებების შედეგად აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.