საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4.48 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინ“-ს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალი მარიხუანა", რომლის რეალიზაციაც მოახდინა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.