ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მეწყერული პროცესების საფუძვლიანი შესწავლის მიზნით, კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა შეისყიდა.
კვლევების შესყიდვა, გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის პროცედურით განხორციელდა და მისი ღირებულება 148 857 ლარს შეადგენს.
კომპლექსური კვლევების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2025 წლის 7 სექტემბრამდე დასრულდება.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.