საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ირაკლი კოძახიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.