საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქუთაისში ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 17.394 გრ. ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და 129.266 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ და უკანონო რეალიზაციის მიზნით აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებას ახდენდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას სხვადასხვა სახის წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორი, ერთჯერადი პოლიეთილენის პარკები და ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო სხვადასხვა ნივთები ამოიღეს.