გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდოს ტყეში კოცონის დანთებას და იმ ტერიტორიების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც ცეცხლის დანთება აკრძალულია .
,,მოგიწოდებთ, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ და დაემორჩილოთ დადგენილ აკრძალვებს.
ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.,,-გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.