ამა ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 118-ე, ხოლო შიმშილობის მეშვიდე დღეა. მოში.შილეთაგან ერთმა პირი ამოიკერა.
მთავარი მოთხოვნა უცვლელია- ოთხი მაღაროელის გათავისუფლება,რომელთაგანაც ერთი-მერაბ სარალიძე პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობს.
,,რაც შეეხება საწარმოო პროცესს — პროფკავშირებსა და კომპანიას შორის კოლაბორაციით დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული.
ის მიმდინარეობს დანიშნულებისამებრ, თუმცა ამ დროისთვის უკვე 1 600-მდე დასაქმებული დარჩა შემოსავლისა და სამსახურის გარეშე.
ეს სტატუსი არაოფიციალურია, რადგან მათი განთავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერ არ გამოცემულა. მაგრამ არც სამუშაოზე დაუბრუნებიათ, და არც კუთვნილი 60%-იანი ანაზღაურება აუნაზღაურებიათ .არც ჩვენთვის, ვინც პროტესტის წინა ხაზზე ვდგავართ, და არც იმ თანამშრომლებისთვის, ვინც ბოლოს რეორგანიზაციას ხელი მოაწერა.
დისკრიმინაციული ნიშნით დევნა გრძელდება.
მაღაროს ხელმძღვანელებს არ აინტერესებთ არც კადრის კვალიფიკაცია, არც შრომისმოყვარეობა.ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი გახდა: “კარვის სიახლოვეს ხომ არ ყოფილა?” და “პროტესტში ხომ არ მონაწილეობდა?”ეს არის შერჩევითი “სამართალი”, დისკრიმინაცია და სრული ადმინისტრაციული ქაოსი,რომელმაც ჭიათურის ეკონომიკური და სოციალური განადგურების საწყისი ეტაპები უკვე წარმატებით გაიარა.ამ ფონზე, კოლოსალური რაოდენობის მადანი დაუბრკოლებლად ტოვებს ქალაქს.
სწორედ ამ ყველაფრის ფონზე , ჩვენ შევქმენით დამოუკიდებელი ,მშრომელის ინტერესებზე ორიენტირებული პროფკავშირი .,,- მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.