გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 მაისიდან 17 ივნისამდე, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 19 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეული სპეციალური ტექნიკის რაოდენობა 13-ია.
ყველაზე მეტი - 5 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 3-3 ფაქტი გამოვლინდა შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში, ქვემო ქართლში აღკვეთილია 2 სამართალდარღვევა, თითო-თითო ფაქტი კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურიაში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოავლინეს.
სამართალდამრღვევთა მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 243 732,5 ლარია.