ჭიათურაში მეოთხე დღეა მაღაროელების ნაწილი შიმშილობს,ერთ-ერთმა პროტესტის ნიშნად გუშინ პირი ამოიკერა.ასევე შიმშილობს საპატიმროში 29 აპრილს დაკავებული 4 მაღაროელიდან ერთი-მერაბ სარალიძე.
,,ამასობაში ჭიათურაში შიმშილობის, პროტესტის რადიკალური ფორმებისა და უსამართო პატიმრობის ფონზე მიმდინარე „მუშა პროცესი“.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასაქმებული მიიღებს ხელფასის 70%-ს, ხოლო დარჩენილი 30% იქნება ბონუსური სისტემის ფარგლებში. ანუ სრული ანაზღაურება — 100% — აღარ არის გარანტირებული, როგორც აქამდე იყო. ეს თანხა უნდა „გამოიმუშაო“, ხოლო მის ზევით შესრულების მიხედვით დაემატება ბონუსი (100%+).
ამასთან, კომპანიას ჯერ კიდევ არ გაუცია სამი თვის სახელფასო დავალიანება — დაახლოებით 60%-ის ოდენობით. აღარც იმ გამომუშავებულ თანხებზეა საუბარი, რომელიც უკვე შესრულებულია. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, მანგანუმი კვლავ მაღალი ინტენსივობით გადის ჭიათურიდან.
რეალობა ასეთია: დოვლათი ტოვებს ქალაქს და ქვეყანას, ხოლო მის საპირწონედ ამ დოვლათით გამომუშავებული თანხები ისევ არ ჩანს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ არ არსებობს შრომითი კონტრაქტები.
და მაინც — როგორ აღდგა ქალაქში და საწარმოში „მუშა პროცესი“?
სოლიდარობა და თავისუფლება: მერაბ სარალიძეს ,გიორგი ნეფარიძეს, არჩილ ჭუმბურიძეს ,თენგო გველესიანს. ,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.
დაკავებული 4 მაღაროელის სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 2025 წლის 17 ივლისს.