პროტესტის უკიდურეს ფორმას ჭიათურულმა მაღაროელებმა 19 ივნისს მიმართეს. ისინი 29 აპრილს დაკავებული მერაბ სარალიძის, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძის და თენგო გველესიანის გათავისუფლებას ითხოვენ.
მაღაროელებთან ერთად შიმშილობს პატიმრობაში მყოფი მერაბ სარალიძეც.
პროკურატურა 4 დაკავებულს ჯგუფურ ძალადობას ედავება, რაც 4-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებულების განთავისუფლების მოთხოვნით, ქალაქში 5000 ხელმოწერა შეგროვდა.