ქუთაისში, 1.2 კმ-იან მონაკვეთზე, მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა.

სამუშაოებმა რიონის ორივე სანაპირო მოიცვა-მწვანე ყვავილას ქუჩა და ჭომის დასახლება.

პროექტის ფარგლებში, მდინარის ორივე სანაპიროზე ნაპირდამცავი ნაგებობები მოეწყო.

მდინარის მარცხენა ნაპირის მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირდამცავი კედელი იწყება რიონის კაშხლიდან და სრულდება არსებულ ნაპირდამცავ კედლთან. კედლის ბოლოს მოეწყო ახალი მონოლითური რკინა-ბეტონის კიბეც და ქვაყრილის ბერმა, რომელიც რიონჰესიდან იწყება და მდინარის არსებული სანაპიროს კედელთან სრულდება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა.


 
	 
			 
			 
						 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			