ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმაციას ავრცელებს.
როძევიჩის ქუჩაზე მე-11 კომპლექსური სპორტული სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია სკოლაში კალათბურთის, მაგიდის ტენისის, ტაეკვანდოს დარბაზების განახლება, მოწესრიგდება შენობის ფასადი, სახურავი, ეზო. 2 694 751 ლარის ღირებულების პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის დაფინასებული.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით გზის საფარის რეაბილიტაცია 7 ქუჩაზე მიმდინარეობს, რაზეც, ჯამში 6 323 348 ლარი დაიხარჯება.
ანჯაფარიძის ქუჩაზე გზაზე განახლდება ასფალტბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი, ბორდიური, ეზოებთან მისასვლელები, განთავსდება საგზაო ნიშნები. ანჯაფარიძის ქუჩის რეაბილიტაცია 2 601 000 ლარის ღირებულებისაა და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.