,,მე-9 სკოლის წინ მდებარე შენობა ინგრევა ,ამ წუთას ჩამოიშალა მთელი სახურავი!
ამ გზაზე ყოველდღე მოძრაობენ ბავშვები და სტუდენტები. არცერთი დამცავი, არცერთი გაფრთხილება!„გლოვოს“ კურიერს თავზე დაეცა აგურის ნატეხი.
რას ელოდებით?! უბედურ შემთხვევამდე ვერ გადიხართ კაბინეტებიდან?! სიკვდილს ელით?!,, -წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე რამზეს კილასონია და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს.
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა №56-ში მდებარე საქართველოს ფოსტის ყოფილი შენობა რამდენჯერმე დაიწვა.
ორსართულიანი, ამორტიზებული შენობა 2008 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
საინფორმაციო სააგენტო ,,აქტორის,, ინფორმაციით, ნაგებობა არ ირიცხება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე და მას რამდენიმე კერძო მესაკუთრე ყავს.