საქართველოს რკინიგზა ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლის გაჩერებას ეხმაურება.
,,20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.,,-საქართველოს რკინიგზა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთის სადგურში, ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ვაგონებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.