ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის ინფორმაციით, მღვიმევის მაღაროს ამუშავება 15 მაისიდან იგეგმება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დასაქმდებიან მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.
,,საქართველოს მთავრობასთან არსებულ სამმხრივ სამუშაო ჯგუფთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ჭიათურის საწარმოები ამუშავდება რეორგანიზაციის გეგმით, რაც თანამშრომლების განახლებულ საშტატო სტრუქტურაში ხელახლა დასაქმებას ითვალისწინებს.
კომპანია ახლიდან დაასაქმებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რეორგანიზაციის პროცესში.
მუშაობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ყოველდღიურ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა და დეტალური ინფორმაციის მიღება უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტისგან.
კომპანია გეგმავს სწრაფად დააკომპლექტოს ყველა ობიექტი და ეტაპობრივად ამუშავდეს. 15 მაისიდან სამუშაოები დაიწყება მღვიმევის მაღაროზე, რასაც მალევე მოჰყვება დარჩენილი ობიექტები.,,-ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი,,.