ვანის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზის კმ 15-23 მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 3 200 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოები მოიცავს საავტობილო გზის ვაკისის სუსტი გრუნტების შეცვლას, ასფალტ-ბეტონის შემასწორებელ და ზედა ფენის დაგებას, გვერდულების კეთილმოწყობას, საგზაო ნიშნების და უსაფრთხოების მარეგულირებლების,ასევე კიუვეტების და მიერთებების მოწესრიგებას.
აღნიშნული პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია გზის კმ 23-29 მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელზეც ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.