საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2020 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.
პროკურატურის სახელზე წარდგენილ განცხადებში, საია გამოძიების დაწყებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ითხოვს. საუბარია სსკ-ის 2592 მუხლსა (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) და ამავე კოდექსის 342-ე მუხლზე (სამსახურებრივი გულგრილობა).
გელათის სამონასტრო კომპლექსში სახურავის რეაბილიტაციის დროს დაშვებული ხარვეზების გამო წყალი ჩადის და ფრესკები ზიანდება. მონასტრის ნაწილი ჯერ ტენტით გადახურეს,ახლა კი თუნუქის დროებითი გადახურვით ხურავენ.