ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელების შიმშილობა შეწყვიტეს. როგორც გვერდი ,,მაღაროელი,, წერს, მოშიმშილეება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის , მეუფე დანიელის თხოვნა გაითვალისწინეს და შიმშილობა შეწყვიტეს.
მერაბ სარალიძემ და სიმონ მიქაცაძემ შიმშილობა 4 აპრილს დაიწყეს.
,,მეუფე დანიელი ლოცვითა და კურთხევით, ბიჭებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ქადაგებისას მეუფემ აღნიშნა, რომ ამ მარხვის პერიოდში და გაჭირვების ჟამს ქრისტეს არ უნდა მოვშორდეთ — პირიქით, უფრო მეტად უნდა დავუახლოვდეთ და ვილოცოთ ჩვენი სულის გადასარჩენად.” მეუფემ პირადად მოინახულა მოშიმშილეები და აღუთქვა დახმარების სურვილი , შესაძლებლობებიდან გამომდინარე. უფალმა დალოცოს მეუფე დანიელი და დედა ეკლესიის მღვდელთმსახურები.,,-წერს გვერდი ,,მაღაროელი,,
ჭიათურაში მაღაროელთა საპროტესტო აქცია თვეზე მეტია გრძელდება .მაღაროელების მითხოვნაა, სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში, კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა,, დატოვოს ქალაქი და სრულად დაირიცხოს სახელფასო დავალიანება.