ჭიათურელ მაღაროელთა ნაწილს ხელფასი დაერიცხა, თუმცა თანხა ,,ლიბერთი ბანკმა,, ჩამოაჭრა. ადგილზე ვითარების გასარკვევად მისულებს კი ბანკში განუცხადეს,რომ კიდევ დარჩათ ვალი 355 ლარის ოდენობით.
,,შევედი ბანკში და გამომიშვეს განულებული. კიდევ ვალი დამადეს,ამხელა ტყუილი როგორ შეიძლება ,გაამწარო ისედაც გამწარებული ხალხი.,,-ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.
ამ ეტაპზე ერთი თვის ხელფასი 400 ადამიანს დაერიცხა,აქედან უმეტესობას ბანკმა თანხმა სესხის დავალიანების გამო ჩამოაჭრა.