,,საკვები და სამართალი ჭიათურას"-მაღაროელთა ქალაქში ამ წუთებში აქცია იმართება.
ერთი თვეა ჭიათურლები გაჩერებული მაღაროების ამუშავება, სახელფასო დავალიანების გასტუმრება და კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის,, ქალაქიდან გასვლას ითხოვენ.
2024 წლის პირველი ნოემბრიდან კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა,,მაღაროებში მოპოვების პროცესი გააჩერა და მაღაროელებს ხელფასის 60%-ს დაპირდა.
პირველი მარტიდან სამუშაო პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა კომპანიამ მიწისქვეშა მაღაროების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და 3500 ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.