2024 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა.მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტით არის შემცირებული.
იმერეთში, 2024 წელს,4 494 ბავშვი დაიბადა,რაც 343_ით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ყველაზე ცოტა ბავშვი რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გაჩნდა-237.ყველაზე ბევრი კი თბილისში-14 415.
2024 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -4 488 ერთეულით განისაზღვრა.
უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.
იმერეთში 2024 წელს 7 212 ადამიანი გარდაიცვალა, 2023 წელს კი 7 008.