საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები
აღნიშნულის გამო, 2025 წლის 27 მარტს, 09:00სთ-დან 18:00სთ-მდე, მითითებული საავტომობილო გზის კმ133-კმ149 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
,, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით,,-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.