22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თარიღი სხვადასხვა სახის შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრები, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტს ესტუმრნენ და ბალნეოლოგიური ცენტრის აბაზანები დაათვალიერეს.
თბილისის სპა კურორტში ოთხი ძირითადი მიმართულება ფუნქციონირებს :
ბალნეო, სპა ველნე, სამედიცინო და სარეაბილიტაციო.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი 2017 წლიდან ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია.
წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებები ყოველ წელს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე ტურიზმის სამსახურების ორგანიზებით ეწყობა.