ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დააზიანა გზის საფარი.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების სამუშაოები ჩატარდება 11-13 მარტს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
,,გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით,,-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.