ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობა. თოვლის საფარმა ზოგიერთ სოფელში 1 მეტრს გადააჭარბა, ხოლო ზოგიერთ ზონაში 120 სმ-ს აღწევს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის 17 ერთეული ტექნიკა, სოფლის გზების გაწმენდაზეა მობილიზებული. ასევე, უწყვეტ რეჟიმში იწმინდება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები: ძირულა-ხარაგაული - მოლითი - წიფა და ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაული.
,,ძლიერი თოვლის გამო, გადაადგილებისას და ავტომობილებით მგზავრობისას გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე. სამუშაოები საჭიროების მიხედვით გაგრძელდება. ხარაგაულის მერია ინტენსიურად მუშაობს, რათა სოფლებში გადაადგილება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს.,,-აცხადებენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში.