ქუთაისელი პედაგოგი სოფიო როინიშვილი მეექვსე საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს. როგორც ის ამბობს,დირექტორის მიერ ხელმოწერილი ბრძანება დღეს დილით ჩაბარდა.
,,სამსახურიდან გამათავისუფლეს!ცეცხლი ოლიგარქიას!დამხობა რეჟიმს!,,-წერს პედაგოგი სოციალურ ქსელში .
სოფიო როინიშვილს მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ .როგორც ისინი წერენ,პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება დაუშვებელია.
სოფიო როინიშვილი უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილეა.