ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად, ტელეკომპანია იმედის გადაცემა ,,პრაიმშოუ“-ს პროექტ "2024 წლის საუკეთესო ბაბუას" გამარჯვებულ ბადრი სახამბერიძეს შეხვდა.
მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ბადრი სახამბერიძეს 2024 წლის საუკეთესო ბაბუას ნომინაციაში გამარჯვება მიულოცეს და მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის მადლობის სიგელი გადასცეს.