ქუთაისის საქალაქო სასამართლო მოსამართლის სახლთან გამართული აქციის გამო, ცხრა პირისთვის 5000 ლარიანი ჯარიმის ან 60 დღიანი პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.
ადმინისტრაციული სამართლის საქმე აღძრულია 9 ადამიანის მიმართ.
გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი;
ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი;
მაია ცირამუა - ფსიქოლოგი;
ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი;
გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია 26 იანვარს გაიმართა.
მალხაზ ოქროპირაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც არ განიხილა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-3 ნაწილი 5000 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ფოტოს ავტორი მარიამ პატარაია